The Search
ხელოვნური ინტელექტი
ხელოვნური ინტელექტი — კომპიუტერული მეცნიერების დარგი, რომელიც მიზნად ისახავს ინტელექტუალურ კომპიუტერულ მანქანის/პროგრამის შექმნას რომელსაც ექნება უნარი მიაღწიოს ადამიანის ინტელექტის გაგებას. ინტელექტუალობის დონის განსაზღვრება მეტწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ამოცანის გადაჭრა დაისახება. ეს არის კომპიუტერული მეცნიერების კვლევის სფერო, რომელიც ავითარებს და სწავლობს მეთოდებსა და პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც საშუალებას აძლევს მანქანებს აღიქვან თავიანთი გარემო და გამოიყენონ გამოცდილება და ინტელექტი ისეთი ქმედებების განსახორციელებლად, რომლებიც მაქსიმალურად გაზრდის მათ შანსებს განსაზღვრული მიზნების მისაღწევად. ხელოვნური ინტელექტის წარმოქმნის თარიღად მიიჩნევენ 1956 წელს.
Wikipedia · CC BY-SA