The Search
აკროპოლისი
აკროპოლისი — ძველი ბერძნული ქალაქის ყველაზე მაღალი და გამაგრებული ნაწილი, ე. წ. ზედა ქალაქი. ქალაქის რელიგიური და პოლიტიკური ცენტრი. აკროპოლისი იყო პირველადი დასახლებული ადგილი. მის გარშემო შენდებოდა ნაკლებად დაცული ე. წ. ქვედა ქალაქი. აკროპოლისი წარმოადგენდა ციხესიმაგრეს, რომელსაც ომიანობის დროს თავს აფარებდა ქალაქის მოსახლეობა. ჩვეულებრივ აქ ქალაქის მფარველი ღმერთების სახელზე აგებდნენ ტაძრებს. აკროპოლისთა ნანგრევებში ნაპოვნია მატერიალური კულტურული მრავალი ძეგლი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ათენის აკროპოლისის არქიტექტურული და ქანდაკების თვალსაჩინო ნიმუშები, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი მოთავსებულია ბრიტანეთის მუზეუმში. ათენის აკროპოლისში შექმნილია არქეოლოგიური ნაკრძალი და მუზეუმი.
Wikipedia · CC BY-SA
ძველი ათენი — ქალაქი სახელმწიფო ძველ ათენში
dictionary.aplusz.app