The Search
ნგამი
ნგამი — ტბა ბოტსვანაში. მდებარეობს კალაჰარის დაახლოებით ჩრდილოეთ საზღვართან, ზღვის დონიდან 932 მეტრ სიმაღლეზე, სამხრეთ აფრიკის პლატოზე. XIX საუკუნის შუა პერიოდში მისი ფართობი აღწევდა 770 კმ²-ს. ის განუწყვეტლად მცირდება და დღეისათვის მას აქვს მცირე ზომა და წარმოადგენს ჭაობს. ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მასში ჩაედინება მდინარე ოკავანგო.
Wikipedia · CC BY-SA