The Search

The Search

Dubai Classic

Dubai Classic — სნუკერის პროფესიონალური ტურნირი, რომელიც იმართებოდა 1988—1994 წლებში არაბთა გაერთიანებული საამიროების ტერიტორიაზე. თავდაპირველად იყო არარეიტინგული, შემდეგ ექვსი წლის განმავლობაში ჰქონდა რეიტინგული ტურნირის სტატუსი. 1995 წელს ტურნირმა გადაინაცვლა ტაილანდში და ეწოდა Thailand Classic, შემდეგ წელს კი — Asian Classic, რის შემდეგაც იგი ამოიღეს მეინ-ტურის განრიგიდან. 2008/09 წლების სეზონზე იგი განახლდა, როგორც ბაჰრეინის ჩემპიონატი.

Wikipedia · CC BY-SA