The Search
Florence and the Machine
Florence and the Machine — ინგლისური ინდი-როკ ჯგუფი, ჩამოყალიბებული ლონდონში 2007 წელს. მასში შედიან წამყვანი ვოკალისტი ფლორენს უელჩი, იზაბელა სამერსი და სხვა შემსრულებლები. ჯგუფის მუსიკამ აღიარება ჰპოვა მედიაში, განსაკუთრებით BBC-ის მხრიდან, რომელმაც დიდი როლი ითამაშა კოლექტივის პოპულარობაში, როდესაც ისინი BBC Introducing-ში წარმოადგინა. ჯგუფმა 2009 წლის Brit-ის დაჯილდოებაზე მიიღო კრიტიკოსთა არჩევანის ჯილდო. მისი მუსიკა ცნობილია დრამატული და ექსცენტრიული ჟღერადობით და უელჩის ვოკალური შესრულებით.
Wikipedia · CC BY-SA