The Search

The Search

კიმჩი-ბუჩიმგაე

კიმჩი-ბუჩიმგაე — ბუჩიმგაეს ან ჯეონის სახეობა. იგი ძირითადად მზადდება დაჭრილი კიმჩით, ფქვილის ცომით და ზოგჯერ სხვა ბოსტნეულით. თუმცა, ხშირად უმატებენ ხორცსაც. კიმჩი, ცხარე ბოსტნეულის მწნილი, რომელიც შეზავებულია ჩილის წიწაკითა და ჯეოტგალით, კორეული სამზარეულოს ძირითადი ინგრედიენტია. კიმჩი-ბუჩიმგაე კორეულ კულტურაში ხშირად აღიარებულია, როგორც ხალხური, დაბალი პროფილის კერძი, რომლის მომზადებაც ნებისმიერს შეუძლია სახლში, დიდი ბიუჯეტის გარეშე.

Wikipedia · CC BY-SA