The Search

The Search

მუმბაი

მუმბაი — ქალაქი ინდოეთში, მაჰარაშტრას შტატის დედაქალაქი, ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქი ინდოეთში და ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ქალაქი მსოფლიოში 12,442,373 მილიონი მცხოვრებით. მდებარეობს სალსეტის კუნძულზე, მაჰარაშთრას დასავლეთ სანაპიროსთან. მეზობელ გარეუბნებთან ერთად ის ქმნის მსოფლიოს სიდიდით მეექვსე აგლომერაციას, 21 მილიონი მცხოვრებით. ქალაქს ღრმა ბუნებრივი ყურე აქვს. მის პორტში გადის ინდოეთის მგზავრთა ნახევარი და ტვირთის მნიშვნელოვანი ნაწილი.

Wikipedia · CC BY-SA